"მშვიდი ცხოვრება მათ ვერ ექნებათ" | ღარიბაშვილის სახლთან ენმ-ის აქცია მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

"მშვიდი ცხოვრება მათ ვერ ექნებათ" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პრემიერ ღარიბაშვილის სახლთან მიმდინარე აქციაზე საუბრობს, სადაც ამ წუთებში პოლიციაა მობილიზებული - გადაკეტილია სახლამდე მისასვლელი, მოსაშვილის ქუჩის მიმდებარე ქუჩებიც. 

ენმ-ის წევრის ლევან ბეჟაშვილის თქმითაც, "პოლიტიკური პროცესები ქუჩაში გადაინაცვლებს".

შეგახსენებთ, რომ ენმ-ის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო მუშაობას წყვეტს და საგანგებო რეჟიმზე გადადის. 

ამ გადაწყვეტილებებით ენმ-ის წევრები მოსამართლე არევაძის მიერ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში დატოვებას ეხმაურებიან.

შეგახსენებთ, რომ მოსამართლე არევაძემ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და საქართველოს მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში დატოვა. 

მანამდე საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე სხდომა დასკვნითი სიტყვებით განახლდა. გადაწყვეტილება კი მოსამართლე არევაძემ სწორედ ადვოკატებისა და პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების მოსმენის შემდეგ გამოაცხადა.

არა რუსულ კანონს | მთავარის სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი