ახვლედიანი და რამდენიმე მოწმე შსს-ში ისევ დაკითხეს - შაქარაშვილის საქმე

გამოქვეყნდა:

გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთვარი ფიგურანტი ვახტანგ ახვლედიანი და კიდევ რამდენიმე ადამიანი გუშინ, 21 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროში გვიანობამდე იკითხებოდა. შვიდსაათიანი გამოკითხვის შემდეგ მოწმეებს კომენტარი არ გაუკეთებიათ. ერთ-ერთი დაკითხული არასრულწლოვანია.

ადვოკატებმა კი საქმის ინტერესებიდან გამომდინარე არ ისაუბრეს, რა კითხვები დაუსვეს მათი დაცვის ქვეშ მყოფებს და რა უპასუხეს მათ გამოძიებას. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ გახდა დამატებითი ინფორმაცია ცნობილი ანა გაბეჩავას მიმოწერიდან სხვადასხვა ადამიანებთან, სადაც ის ცდილობს გაარკვიოს, რა შეემთხვა გიორგი შაქარაშვილს საბედისწერო ღამეს

19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი ზუსტად ერთი თვის წინ, 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს. რა მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში, ამ საკითხზე "მთავარი არხი" საქმის მიმდინარეობის პარალელურად და ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების კვალდაკვალ, განახლებულ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში შემოგთავაზებთ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი