თურქეთსა და სირიაში, სულ მცირე 4,372 ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც ორშაბათს, გამთენიისას 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
თურქეთის ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია 2 921 ადამიანი, სულ მცირე 15 834 კი დაშავდა. რაც შეეხება სირიას, დაღუპულია 1 451 ადამინი, 3 531 კი დაშავდა.
შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ცნობით, ორშაბათს დილით მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, სულ მცირე 100 მიმყოლი ბიძგი აღირიცხა 4.0 ან მეტი მაგნიტუდის სიმძლავრის.
სამძებრო და სამაშველო სამუშაოებს ართულებს უამინდობაც, რომლის გამოც სამუშაოებში ვერ მოხერხდა ვერტმფრენების ჩართვა.
დაზარალებულ თურქეთსა და სირიას სხვა ქვეყნები ეხმარებიან. თურქეთში მაშველები და ტექნიკა გაგზავნა საქართველომაც. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქალაქ ანთაქიაში, მიწისძვრის შედეგად საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა. იხილეთ ასევე: