ყველა მოქალაქე, ვისზეც გვქონდა ინფორმაცია, რომ დაკარგულები იყვნენ, ვიპოვეთ - თურქეთში საქართველოს ელჩი

გამოქვეყნდა:

თურქეთში საქართველოს ელჩი, გიორგი ჯანჯღავა მედიასთან საუბრისას ადასტურებს, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა, ნაპოვნია. ელჩი სთხოვს თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რამენაირად მიაწვდინონ ხმა საელჩოსა და საკონსულოს, რომ მათი დახმარება შეძლონ.

"ჩვენი მოქალაქე, სამწუხაროდ, ორი მოქალაქეა გარდაცვლილი, ჩვენ მოქალაქეებთან კავშირი გვაქვს შეძლებისდაგვარად, რაც შეგვიძლია. ყველა დაკარგული, ვიზეც გვქონდა ინფორმაცია, რომ არიან დაკარგულები ყველა ვიპოვეთ, მათ შორის ჩვენ ფეხბურთელებსაც მივაკვლიეთ. იმ ზონაში შეღწევა ძალიან რთულია, ამიტომ მე მოვუწოდებ ყველას რამენაირად მოგვაწვდინონ ხმა სად არიან, როგორ არიან", - თქვა ელჩმა. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქალაქ ანთაქიაში მიწისძვრის შედეგად საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა. იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი