სოფელ აკურაში 1 ადამიანის მკვლელობისა და 3-ის დაჭრისთვის დაკავებულს 16 წლით პატიმრობა მიესაჯა

გამოქვეყნდა:

პროკურატურის ცნობით, თელავის რაიონულმა სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის და მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. საქმე ეხება 2022 წლის 21 მაისს, სოფელ აკურაში მომხდარ დაპირისპირებას.

ბრალდებულმა თანასოფლელი ძმები სანადირო თოფით დაჭრა. გარდა ამისა, ჭრილობები მიაყენა მათ დედას, და საკუთარ შვილს. 

"ბრალდებულს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოუხდა ორ მეზობელთან. აღნიშნულის შემდეგ იგი დაზარალებულების სახლში მივიდა და სანადირო თოფიდან ორივეს ესროლა. მიღებული დაზიანების შედეგად ერთ-ერთი დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი გადარჩენა მოხერხდა.

ბრალდებულმა სროლის შედეგად, ასევე საფრთხე შეუქმნა შემთხვევის ადგილზე მყოფი ორი პირის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას", - წერია პროკურატურის განცხადებაში.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა.

თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი