WHO: მიწისძვრის შედეგად, შესაძლოა 23 მილიონამდე ადამიანი დაზარალდეს, მათ შორის 1,4 მილიონი ბავშვი

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის [WHO] განცხადებით, თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, თითქმის 23 მილიონი ადამიანი შეიძლება დაზარალდეს, მათ შორის 1,4 მილიონი ბავშვი.

"მოვლენის მიმოხილვის რუქები აჩვენებს, რომ პოტენციურად 23 მილიონი ადამიანია გამოვლენილი, მათ შორის დაახლოებით 5 მილიონი მოწყვლადი მოსახლეობა, მათ შორის 350 000-ზე მეტი ხანდაზმული ადამიანი, 1.4 მილიონი ბავშვი", - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების უფროსმა.

ჯანმო თვლის, რომ სიტუაცია გაცილებით უფრო რთულია სირიაში, ვიდრე თურქეთში, რადგან სირიისგან განსხვავებით თურქეთს აქვს იმის რესურსი, რომ კრიზისს გაუმკლავდეს.

"ეს კრიზისი ქვეყანაში უკვე არსებულ რამდენიმე კრიზისს დაემატა", - ამბობენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში და განმარტავენ, რომ სირიაში მიწისძვრამდეც არსებობდა ჰუმანიტარული კრიზისი სამოქალაქო ომისა და იქ გავრცელებული ქოლერას ეპიდემიის გამო.

უკანასკნელი მონაცემებით, ძლიერი მიწისძვრების შედეგად 5,000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის, თურქეთში დადასტურდა 3,419 ადამიანის დაღუპვა, ხოლო სირიაში დადასტურდა 1,600-ზე მეტის.

თურქეთში დაღუპულთა შორის არის საქართველოს ორი მოქალაქე.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი