
მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილები არიან ენმ-ს წევრები, მათ შორის ახალი თავმჯდომარე, სამოქალაქო აქტივისტები, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც.
აქცია ენმ-მ გუშინ, მას შემდეგ დააანონსა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა სასჯელის გადავადების, ან გათავისუფლების თაობაზე, არ დააკმაყოფილა და მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობით, მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში დატოვა.
ენმ სხვა აქტივობებსაც აანონსებს. განცხადება კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე, საღამოს 21 საათზე, ენმ-ს ცენტრალურ ოფისში გაკეთდება.