
"სისასტიკე და კატასტროფა" - ამ სიტყვებით მოიხსენიებს ყოფილი ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას და Twitter-ზე წერს.
"ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი ლანდსბერგისი ამბობს იმას, რაც უნდა ითქვას პრეზიდენტ სააკაშვილის სამედიცინო დახმარების აუცილებლობის შესახებ.სხვა ყველაფერი არის მიშას მიმართ სისასტიკე და მისთვის კატასტროფა" - წერს რებეკა ჰარმსი და აზიარებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის "ტვიტს"
ცნობისთვის, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლანდსბერგის თქმით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება სამკურნალოდ, საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა საქართველოს ევროპული მომავლისთვის .