მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება სამკურნალოდ, საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა საქართველოს ევროპული მომავლისთვის - ლანდსბერგისი

გამოქვეყნდა:

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და წერს, რომ სამკურნალოდ მისი გათავისუფლება საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა საქართველოს ევროპული მომავლისთვის.

 "მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება საზღვარგარეთ სამედიცინო დახმარების მისაღებად საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა - მისთვის, მისი ოჯახისთვის და საქართველოს ევროპული მომავლისთვის", - წერს ლანდსბერგისი.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმეზე 6 თებერვალს საქალაქო სასამართლოში ბოლო სხდომა გაიმართა. მოსამართლე გიორგი არევაძემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი