თურქეთის ერთ-ერთ პორტში მიწისძვრის შემდეგ გაჩენილ ხანძარს მეორე დღეა ებრძვიან

გამოქვეყნდა:

სამხრეთ თურქეთში, ხმელთაშუა ზღვის პორტ ისკენდერუნში მიწისძვრის შედეგად, გაჩენილ ხანძარს უკვე მეორე დღეა ებრძვიან. მედიის ცნობით გაზრდილია ხანძრის არეალი და მის ჩაქრობაში სანაპირო დაცვის გემიც ჩაერთო. 

პორტში ათობით კონტეინერია. მსხვილმა გადამზიდავმა კომპანიებმა უკვე დაიწყეს  პორტისკენ მიმავალი კონტეინერების გადამისამართება სხვა ადგილებში.

შეგახსენებთ, რომ ხანძარი პორტში გუშინ მიწისძვრის შემდეგ გაჩნდა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი