მიწისძვრის შემდეგ, თურქეთის ერთ-ერთ პორტში ხანძარი გაჩნდა

გამოქვეყნდა:

სამხრეთ თურქეთში, მიწისძვრის შედეგად ხმელთაშუა ზღვის პორტ ისკენდერუნში ხანძარი გაჩნდა. მედიის ცნობით, ასევე დაზარალდა ჰაიტაისა და ისკენდერუნის რაიონების პორტები.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი კონტეინერს გაუჩნდა. 

გარდა ამისა, შემთხვევის ადგილიდან გადაღებული კადრებიდან ჩანს, რომ ნავსადგურის ნაწილში დაზიანებული ბეტონის საფარი. 

შეგახსენებთ, რომ თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 2 300 ადამიანი დაიღუპა, ათასობით კი დაშავებულია. ორივე ქვეყანაში სამძებრო სამაშველო სამუშოები გრძელდება. ცოტა ხნის წინ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში 7 მაგნიტუდაზე მაღალი სიმძლავრის განემორებითი მიწისძვრა მოხდა.

ცნობილია ისიც, რომ დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, თურქეთსა და სირიაში, სულ მცირე, 120 მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი