"გადაწყვიტე გასვლა, ან თუ რჩები, იბრძოლე შიგნით პარლამენტში... შუალედური ვარიანტს არასდროს შედეგი არ დაუდია" | კობა ნაყოფია ენმ-ის გადაწყვეტილებაზე

გამოქვეყნდა:

"გადაწყვიტე გასვლა, ან თუ რჩები, იბრძოლე შიგნით პარლამენტში... შუალედური ვარიანტს არასდროს შედეგი არ დაუდია", - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" წევრი კობა ნაყოფია პარტიის ახალი მენეჯმენტის გადაწყვეტილებას საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

"ჩემი აზრით, ეს არ არის მკაფიო განცხადება. პარლამენტის საქმიანობის შეწყვეტა ნიშნავს ბოიკოტს, ბოიკოტი ნიშნავს იმას, რომ "შატალოზე" დადიხარ. ეს არის "შატალო", არ დავდივარ, ხო... ან გადაწყვიტე გასვლა, ან თუ რჩები, იბრძოლე შიგნით პარლამენტში. აირჩიე ორიდან ერთი, ეს შუალედური ვარიანტი, რომ არც იქით და არც აქეთ არასდროს ასეთ მიდგომას შედეგი არ დაუდია და ვერცერთ შემთხვევაში ვერ დადებს, - ამბობს კობა ნაყოფია "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი