სიკვდილი არის ერთადერთი პერსპექტივა, რომელიც შეგვიძლია შევთავაზოთ ოკუპანტებს - SBU-ს ახალი უფროსი

გამოქვეყნდა:

სიკვდილი არის ერთადერთი პერსპექტივა, რომელიც შეგვიძლია შევთავაზოთ ოკუპანტებს! - ეს განცხადება გააკეთა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის [SBU] ახალმა ხელმძღვანელმა, ვასილ მალიუკმა უკრაინის რადაში სიტყვით გამოსვლის დროს.

მისი თქმით, SBU-ის ძირითადი ამოცანები იქნება, ყველა დონეზე კოლაბორანტებსა და მოღალატეებთან ბრძოლა და წინასწარ მოქმედება.

"პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის პრეზიდენტის მითითებების შესრულება და მუშაობისადმი მიდგომების შეცვლა. ჩვენ მხოლოდ მტერს კი არ ვზღუდავთ, არამედ წინასწარ ვიმოქმედებთ. ჩვენ ვაშენებთ სახელმწიფო უსაფრთხოების ახალ და თანამედროვე მოდელს - ომის გამოცდილების გათვალისწინებით.

მთელ მსოფლიოს ვაჩვენეთ, როგორია უკრაინული ხასიათი. ახლა კი ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ძალები და დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები! და როგორც SBU-ს ხელმძღვანელი, მე ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის" განაცხადა მალიუკმა.

დღეს, 7 თებერვალს, უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ვასილ მალიუკის დანიშვნას, რომელიც აქამდე ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებდა

მალიუკი რადამ პრეზიდენტ ზელენსკის წარდგინებით, 324 დეპუტატის მხარდაჭერით დაამტკიცა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი