"ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, ჩატოვოს დაუძლურებული მესამე პრეზიდენტი ციხეში და არ მისცეს მას მკურნალობის შესაძლებლობა, მსოფლიო პროტესტი მოჰყვა.
ევროპასა და ამერიკიდან ერთმანეთის მიყოლებით გავრცელდა გზავნილები და მოწოდება, მიიღოს ხელისუფლებამ ჰუმანური გადაწყვეტილება და ვიდრე არსებობს სააკაშვილის გადარჩენის შესაძლებლობა, გაიყვანონ ქვეყნიდან მძიმე პაციენტი.
ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად მსოფლიო ლიდერების მობილიზებას იწყებს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი. გიორგი მარგველაშვილის საერთაშორისო პეტიციას უკვე 30-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.