მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის შესახებ გიორგი მარგველაშვილის პეტიციას ხელს 20-ზე მეტი უცხოელი მაღალჩინოსანი აწერს

გამოქვეყნდა:

"საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად კოალიციას ხელმძღვანელობს", - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას უცხოური მედია, რომელიც კოალიციის პეტიციას ასაჯაროებს

პეტიციას ხელს აწერს 20-ზე მეტი მაღალჩინოსანი, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი და პრემიერმინისტრი.

იხილეთ პეტიცია სრულად: 

"ძალიან შეშფოთებული ვართ დანახვით, როგორ უარესდება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც საქართველოს 2004-2013 წლებში ხელმძღვანელობდა, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის და საქართველოს ციხეში მძიმე ლითონებით შესაძლო მოწამვლის შედეგად.

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო საბჭოსა და ამერიკელი სამედიცინო ექსპერტების დამოუკიდებელი ჯგუფის შეფასებები ცალსახად ადასტურებს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე საქართველოში ვერ შენარჩუნდება და პროცესი მისი არაადამიანური სიკვდილით დასრულდება. ჩვენ ვნახეთ არაერთი სარწმუნო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის გახდა ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევისა და მართლმსაჯულების სისტემის არასწორად გამოყენების მსხვერპლი.

თუმცა, ჩვენ არ ვკამათობთ, არის თუ არა კანონიერად დაპატიმრებული ბატონი სააკაშვილი. ის სიკვდილის პირასაა და ერთი რამ ვიცით დანამდვილებით - სიკვდილით დასჯა და პაციენტის არაადამიანური მოპყრობა აკრძალულია ევროპული კანონმდებლობით და საქართველოს კონსტიტუციით. თუ რამე დაემართება პრეზიდენტ სააკაშვილს, პასუხისმგებლობა ეკისრება მის მმართველ პარტიას, მისი ჯანმრთელობა, ღირსება და სიცოცხლე იქნება მხოლოდ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებაზე..

პრეზიდენტ სააკაშვილის არაადამიანური მოპყრობით საქართველოს ციხის საკანში გარდაცვალება უკიდურესად საზიანო შიდა და გარე პოლიტიკურ შედეგებს მოიტანს საქართველოსთვის და გააღრმავებს ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას. ასეთ ფატალურ შედეგს ვერ შევეგუებით. ჩვენ არ შეგვიძლია გავჩუმდეთ, უბრალოდ პრეზიდენტს მივცეთ სიკვდილის უფლება. სააკაშვილი ციხეში კვდება, პრეზიდენტი სააკაშვილი სასწრაფოდ უნდა გაიგზავნოს საზღვარგარეთ სამკურნალოდ“ - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მოსამართლე გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და საქართველოს მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში დატოვა. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი