კასპში, საპატრულო პოლიციის მანქანა "დრიფტის" დროს დაიმტვრა

გამოქვეყნდა:

კასპში, საპატრულო პოლიციის მანქანა "დრიფტის" დროს ავარიაში მოჰყვა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

"ტვ მონიტორინგის" ცნობით, ავტომობილი, რომელიც პოლიციის ეკიპაჟის ავტომობილს ეჯიბრებოდა, მოცურდა და ოპერატიულ მანქანას შეეჯახა.

ფაქტის დამალვა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სცადეს, თუმცა ჟურნალისტებმა დამტვრეული ავტომობილის კადრების გადაღება მაინც შეძლეს.

შსს-ში დეტალებს არ აკონკრეტებენ. უცნობია მუხლიც, რომლითაც უწყებამ გამოძიება დაიწყო. 
 

ფოტო: ტვ მონიტორინგი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი