
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიფ ერდოღანი მიწისძვრის ეპიცენტრთან ახლოს ჩავიდა და ბრიფინგი გამართა.
Reuters-ის ცნობით, მან განაცხადა, რომ იყო გარკვეული პრობლემები თავდაპირველად იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ მასობრივი მიწისძვრების დროს, რომელიც თავს დაარტყა სამხრეთ თურქეთს, მაგრამ როგორც ერდოღანმა თქვა, სამაშველო ოპერაციები ახლა ნორმალურ რეჟიმში მიმდინარეობს. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვი 8,574-მდე გაიზარდა.
ჟურნალისტებთან საუბრისას ქაჰრამანმარასის პროვინციაში, მიწისძვრის ეპიცენტრთან ახლოს, სასწრაფოს მუდმივი სირენების ფონზე, ერდოღანმა თქვა, რომ პრობლემები იყო გზებსა და აეროპორტებში, მაგრამ ყველაფერი დღითიდღე გაუმჯობესდება.
მან ასევე თქვა, რომ მოქალაქეებმა ყურადღება არ უნდა მოაქციონ „პროვოკატორებს“, რადგან ათასობით ადამიანი საუბრობს, რომ არის რესურსების ნაკლებობა და ოფიციალური პირების ნელი რეაგირება.
ამავე თემაზე: