"ჩვენ გვაქვს თავისუფლება, მოგვეცით ფრთები, რომ ის დავიცვათ" - ზელენსკი დასავლეთს

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ მოუწოდა დასავლეთს უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავები მიაწოდონ. 

ზელენსკიმ თემთა პალატის სპიკერს ლინდსი ჰოილს უკრაინული გამანადგურებლის პილოტის ჩაფხუტი გადასცა, რომელსაც ეწერა: "ჩვენ გვაქვს თავისუფლება, მოგვეცით ფრთები, რომ ის დავიცვათ"

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი დიდ ბრიტანეთში დღეს 8 თებერვალს ჩავიდა. პარლამენტში სიტყვით გამოსვლამდე ის ბრიტანეთის პრემიერმინისტრს, რიში სუნაკს შეხვდა, მოგვიანებით კი დაგეგმილია შეხვედრა დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მეორესთან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი