"გმადლობთ მხარდაჭერისთვის" - შეხვედრა დაუნინგ სტრიტზე

გამოქვეყნდა:

დიდ ბრიტანეთში ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს რიში სუნაკს შეხვდა და მადლობა გადაუხადა ბრიტანელ ხალხსა და პირადად პრემიერს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის მხარდაჭერისთვის. 

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინის საიმედო პარტნიორი და მეგობარია, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში უკრაინის სახელმწიფოს დახმარებაში.

„გმადლობთ უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებისთვის, სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ გაწეული ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარებისთვის, უკრაინელების მხარდაჭერისთვის, რომლებიც იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ სახლები რუსეთის ომის გამო“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაუნინგ სთრითზე გამართულ შეხვედრაზე. 

მან დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ფრონტზე არსებული ვითარება და შეიარაღებული ძალების ძირითადი საჭიროებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ხაზი გაუსვა უკრაინის მოკავშირეებისგან საჭირო იარაღის მიღების მნიშვნელობას, რათა შეაჩეროს რუსული შეტევა და გაათავისუფლოს ყველა დროებით ოკუპირებული ტერიტორია.

ზელენსკიმ და სუნაკმა განიხილეს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა და ორმხრივი დღის წესრიგის მთელი რიგი საკითხები: სამშვიდობო ფორმულის განხორციელება, უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაცია, დიდი ბრიტანეთის სამომავლო მხარდაჭერა, ბრიტანული მხარის ჩართვის შესაძლებლობა, ომის შემდგომი უკრაინის რეკონსტრუქცია და სხვა პროექტები.

განხილვის თემა იყო რუსი და ბელარუსი სპორტსმენებისთვის, პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის აკრძალვის საკითხი.

ზელენსკი გაერთიანებულ სამეფოში დღეს ჩავიდა. პარალელურად, დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი