
"დავეხმაროთ თურქ ხალხს" - ამ სახელწოდების პარტია "ლელომ" კამპანია დაიწყო. პარტიის ლიდერები თურქეთის ელჩს საქართველოში ალი კაან ორბაის შეხვდნენ და თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად სამძიმარი გამოხატეს.
ცნობისთვის, ბოლო ინფორმაციით, თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 11 000-ს გადააჭარბა. თურქეთში დაღუპულთა რიცხვი სულ მცირე 8,574-მდე გაიზარდა, სირიაში კი მიწისძვრას, სულ მცირე, 2,530 ადამიანი ემსხვერპლა.