
თავად საქართველომ შესთავაზა რუსეთს საჰაერო მიმოსვლის აღდგენა - აცხადებს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ვლადიმირ ჯაბაროვი.
კითხვაზე, როდის? ჯაბაროვი ამბობს, რომ "რამდენიმე კვირის წინ".
"თბილისმა წამოჭრა აეროფლოტის ფრენების აღდგენის საკითხი, ქართულმა ოცნებამ კი მხარი დაუჭირა ამ ინიციატივას და ქვეყნის პრეზიდენტმა, საფრანგეთის მოქალაქემ, ასეთი შესაძლებლობა გამორიცხა" - ამბობს ჯაბაროვი.
შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ "საქართველოსთან პირდაპირი ფრენები მალე აღდგება". მან ქართული ოცნება შეაქო იმისთვისაც, რომ არ უერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ლავროვის განცხადებებს "ქართული ოცნების" ლიდერები კმაყოფილებით შეხვდნენ და თქვეს, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა "მისასალმებელი იქნება".