
მიმართა თუ არა ქართულმა მხარემ რუსეთს ავიამიმოსვლის აღდგენის თხოვნით - რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებას "ქართული ოცნების" დეპუტატები სიცრუეს უწოდებენ.
ნიკოლოზ სამხარაძემ "მთავარი არხის" ჟურნალისტს უთხრა, რომ მსგავსი რამ არ მომხდა და "რუსები, საერთოდ, იტყუებიან".
ირაკლი ჩიქოვანმა კი ჟურნალისტებს ურჩია რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებებს "არ სდიონ".
"რა თქმა უნდა, მე არ შემიძლია ეს ინფორმაცია დაგისდასტუროთ, უბრალოდ მინდა გირჩიოთ ერთი რაღაც, რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებებს ნუ დასდევთ თქვენ, მიიღეთ ის განცხადებები, რომლებსაც აკეთებენ საქართველოს ოფიციალური პირები. ასეთი მიმართვის შესახებ მე არ ვიცი ინფორმაცია, შესაბამისად, ეს ჩემთვის ნაცნობი არ არის და არც მგონია, რომ ასეთი მიმართვა არსებობს", - თქვა ირაკლი ჩიქოვანმა.
იხილეთ: