ორშაბათს დილით დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 21 000-ს გადააჭარბა. სულ მცირე, 17 674 ადამიანი დაიღუპა თურქეთში, ხოლო სირიაში 3 377. ორივე ქვეყანაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
დაზარალებულ ქვეყნებს საერთაშორისო ორგანიზაციები და ქვეყნები ეხმარებიან. თურქეთში მაშველები და ტექნიკა გაგზავნა საქართველომაც. მდგომარეობას ართულებს ცივი ზამთრის პირობები და ყინვა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიწისძვრის შედეგად თურქეთში საქართველოს 3 მოქალაქე დაიღუპა. იხილეთ: