თურქეთში საქართველოს ელჩის ინფორმაციით, ამ დრომდე გრძელდება საქართველოს მოქალაქის, ციცო პაკელიანის სამძებრო სამუშაოები ქალაქ გაზიანთეფში. მან დაადასტურა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის გარდაცვალება და აღნიშნა, რომ საკონსულო ჩართულია გადასვენების საკითხების მოგვარებაში.
"ჩვენ გვაქვს რამდენიმე მძიმე ლოკაცია, აქედან ორ ლოკაციაზე მიმდინარეობს ჩვენი მოქალაქის ძიების პროცესი. გუშინ ღამე, ზარები რა თქმა უნდა შემოგვდიოდა საქართველოს მოქალაქეებისგან, მაგრამ არცერთი არ იყო ისეთი, რომლის მიხედვითაც შეიძლება გვეფიქრა, რომ მოქალაქე დაკარგულია და დაგვწერო თურქებთან ერთად მისი მოძიების ოპერაციის ჩატარება", - თქვა გიორგი ჯანჯღავამ.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში თურქეთში ქართველი მაშველებიც მონაწილეობენ.
მიწისძვრას ჯამში საქართველოს 4 მოქალაქე ემსხვერპლა. იხილეთ: