თურქეთსა და სირიაში ორშაბათს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 22 000-ს გადააჭარბა.
თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პარასკევს თურქეთში დაღუპულთა რიცხვი 18 991-მდე გაიზარდა, დაშავებულია მინიმუმ 75 523 ადამიანი.
სირიაში სულ მცირე 3 384 ადამიანი დაიღუპა და 5 245 დაშავდა.
ორივე ქვეყანაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. სამუშაოებს ართულებს ზამთრის ცუდი პირობებიც.
საერთაშორისო ორგანიზაციები და ცალკეული ქვეყნები ცდილობენ დაზარალებული ქვეყნების დახმარებას. თურქეთში სამაშველო ჯგუფი და ტექნიკა გაგზავნა საქართველომაც. როგორც ცნობილია, მიწისძვრას საქართველოს 4 მოქალაქე ემსხვერპლა. იხილეთ ასევე: