ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დატოვა

გამოქვეყნდა:

ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი აღარ იქნება - იგი პრეზიდენტს საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ დღეს ფოსტის მეშვეობით შეატყობინებს.

დოლიძის თქმით, მას შემდეგ, რაც პოლიტიკური პლატფორმა შექმნა, მის წინააღმდეგ ბინძური კამპანია აგორდა, რისი მიზანიც იუსტიციის საბჭოს უკვე ყოფილი არამოსამართლე წევრის მტკიცებით, ერთადერთია, რომ ორმა პოლიტიკურმა ძალამ დღის წესრიგზე მონოპოლია შეინარჩუნოს.

ამ ბინძური პიარ კამპანიის მიზანია, შექმნას სეირი იუსტიციის საბჭოში, რომელსაც პოპკორნით სიამოვნებით უყურებს კლანი და ქართული ოცნების ხელისუფლება. ამ დროს, როცა ქვეყანას სჭირდება რეალური მუშაობა განვითარებისთვის, ეს შენობა ვეღარ იქნება ასპარეზი ჩემი ბრძოლისთვის, - აცხადებს ანა დოლიძე. 

შეგახსენებთ, რომ ანა დოლიძის მიერ სამოქალაქო პლატფორმის დაფუძნების შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი არამოსამართლე წევრი ერთმანეთს დაუპირისპირდა. ნაზი ჯანეზაშვილი მხარს სამოქალაქო სექტორის განცხადებას უჭერს, რომლის მიხედვითაც ანა დოლიძის პოლიტიკური საქმიანობა, მის საბჭოში მოღვაწეობასთან შეუთავსებელია. ჯანეზაშვილმა დოლიძეს მისი პოლიტიკური პარტიის დაფინანსების წყაროს დასახელებაც მოსთხოვა. ჯანეზაშვილი ასევე ამბობს, რომ გასარკვევია, თუ საიდან აქვს დაფინანსება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ორგანიზაციას, რომელიც თვითონ დააფუძნა და რომლის ფინანსებსაც თავადვე განკარგავს.

ცნობისთვის, ანა დოლიძემ 21 მაისს სამოქალაქო მოძრაობა "ხალხისთვის" დააფუძნა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი