
"მიუხედავად იმისა, არის თუ არა განაჩენი გამოტანილი, თუ ადამიანის სიცოცხლე საფრთხეშია და მას სიკვდილი ემუქრება, მაშინ აუცილებლად უნდა იყოს განხილული მისი მკურნალობის საკითხი, მათ შორის, საზღვარგარეთ", - ასე უპასუხა გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატმა, გიუნტერ კრიხბაუმმა "მთავარი არხის" კითხვას მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის შესახებ.
გერმანელმა დეპუტატმა ასევე ისაუბრა სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაზე, რომ არ შეეწყალებინა მესამე პრეზიდენტი და აღნიშნა, რომ შეწყალების ეს მექანიზმი მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს დეპოლარიზაციის პროცესს.
"საზოგადოებისა და პოლიტიკური სცენების დეპოლარიზაცია ყველას პასუხისმგებლობაა. მე არ მინდა, რომ ახლა საქართველოს პრეზიდენტს რაიმე რეკომენდაცია მივცე საჯაროდ, იმიტომ რომ მე სხვა პარლამენტის წევრი ვარ, თუმცა შეწყალების მექანიზმი ერთ-ერთ ინსტრუმენტია და ამ შემთხვევაში ის დეპოლარიზაციას შეუწყობდა ხელს. პოლარიზაციის განმუხტვა და შეწყალების მექანიზმის ამისთვის გამოყენება, ეს მისი [სალომე ზურაბიშვილის] მოვალეობაა", - განაცხადა გიუნტერ კრიხბაუმმა "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმართან" ინტერვიუს დროს.
იხილეთ ასევე: