გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, გუნტერ კრიხბაუმი "მთავარ არხთან" გადაცემა "დღის სტუმარში" მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პოლიტიკურ განაჩენზე საუბრობს.
მისი თქმით, ნიკა გვარამიას სასჯელი პოლიტიკური გავლენებით მიესაჯა ამის მოთმენა კი არ შეიძლება. გერმანელი დეპუტატი საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსსა და 12 რეკომენდაციას ახსენებს:
"რა თქმა უნდა, ეს სერიოზული საკითხია, იმიტომ, რომ ბატონ გვარამიას სასჯელი მიესაჯა და ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ ეს მოხდა პოლიტიკური გავლენებით, ამის მოთმენა კი არ შეიძლება. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ და ყველამ, ვინც პასუხისმგებელია პოლიტიკურ სცენაზე უნდა გაითვალისწინოს ეს, რადგან საქმე ეხება არა მხოლოდ სასამართლოს დამოუკიდებლობას, არამედ იმასაც, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატი სტატუსის მიღებას ცდილობს. არსებობს 12 რეკომენდაცია, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს და ამ რეკომენდაციებში მეშვიდე არის ის, რომ უნდა იქნას გარანტირებული პრესის თავისუფლება, აზრის თავისუფლება. პრესის თავისუფლების გარეშე არ იქნება აზრის თავისუფლება და აზრის თავისუფლების გარეშე არ იქნება დემოკრატია," - ამბობს გუნტერ კრიხბაუმი
მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ევროკომისიას თავისი რეაქცია აუცილებლად ექნება.