
საქართველოს პრემიერ მინისტრის რუსული ნარატივი - მმართველი გუნდის ლიდერების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილიც მხოლოდ უკრაინის დანაკარგებზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ ამ დანაკლისს ახლა აღარაფერი ეშველება.
ქვეყნის პირეველი პირი ისევ ომში ჩათრევის პროპაგანდაზე საურობს და პოლიტიკურ ოპონენტებს არეულობის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს.
"მოვახერხეთ ყველაზე დიდი განსაცდელის არიდება ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის ომი. ჩვენ პირდაპირ მოვისმინეთ განცხადებები უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, რომ მათი მიზანი იყო მეორე ფრონტის გახსნა. ამ მიზანს ემსახურებოდა ყოფილი პრეზიდენტ სააკაშვილის შემოგზავნა საქართველოში და ძალიან ბევრი პროვოკაცია, რომელიც მათ მიერ არ წყდება, სამწუხაროდ...
ომის დაწყების დღიდან დღემდე უკვე 20 % არის ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიის, ათი ათასობით ადამიანია დაღუპული, ასეულობით მილიარდი დოლარის ზარალი მიადგა უკრაინას. ზოგი ამბობს, რომ ეს არის უკვე ტრილიონი დოლარი, ზოგი ამბობს 700-800 მილიარდი, ამას ვინ მოთვლის. რაც მთავარია, გარდა სამხედროებისა, ძალიან მძიმე დანაკარგები აქვს ორივე მხარეს, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მოქალაქეები დაიღუპნენ, ბავშვები. ამ ზარალს და დანაკლისს, ამ ტკივილს ვერაფერი აღადგენს. ვუყურებთ, რომ ომი არ ჩერდება, მცდელობაც არ ჩანს რეალურად უნდა ვთქვათ პირდაპირ, რომ ეს ომი გაჩერდეს, რაიმენაირად მხარეები დაუბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდას, ეს რა თქმა უნდა არის შემაშფოთებელი. ამის შედეგად გარემო, რომელიც არის უკრაინაში შექმნილი და მთელ მსოფლიოში, რეგიონში, კიდევ უფრო მეტად არაპროგნოზირებადი გახდა. შესაბამისად მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, არის და იქნება ჩვენი ხალხის ინტერესების დაცვა, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა,“- აღნიშნა ღარიბაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ პრემიერთან კითხვების დასმის შესაძლებლობა კრტიკული მედიიას არ ქონდა, რადგან ჩვენ მხოლოდ დღეს გვითრეს რომ ღარიბაშვილი ბაკურიანში მიდიოდა.
ღარიბაშვილის განცხადებამდე, 9 თებერვალს, საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საქართველოს ომში ჩართვის მიმართ "მანკიერი სურვილი" იზრდება, რადგან უკრაინასთან ომში "ამ ტეპზე რუსულ მხარეს გარკვეული უპირატესობა აქვს".