"გაათენა მთელმა მედპერსონალმა და პაციენტმა, სახსრების გაუსაძლისი ტკივილი აქვს" - ალსანია მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

"გაათენა მთელმა მედპერსონალმა და პაციენტმა, სახსრების გაუსაძლისი ტკივილი აქვს", - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა "ვივა მედთან" ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა.

ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

"ოქტომბრის შემდეგ ბევრად უარესად გახდა, იმიტომ რომ პროგრესირებადია ეს ყველა დიაგნოზი, რომელიც იყო ჩამოთვლილი ძალიან ბევრია ასეთი დიაგნოზი მოგეხსენებათ და რაც მთავარია, ეს ინტოქსიკაცია, ეს პროგრესირებს. საერთოდ პირწმინდად გაათენა მთელმა მედპერსონალმა და თვითონ პაციენტმა. გაუსაძლისი სახსრების ტკივილი აქვს, ფაქტობრივად, კუნთები აღარ აქვს ადამიანს, კუნთები ილევა და ეს იწვევს ამ ტკივილს. ტემპერატურა აქვს, რა თქმა უნდა. ეს იყო ადამიანი, რომელმაც ააშენა ეს თანამედროვე სახელმწიფო და რომელსაც აღფრთოვანებით შეჰყურებდა ძალიან ბევრი სახელმწიფო, ბევრმა გადაიღო ის რაც ჩვენთან ხდებოდა, ასე რომ არაა გასაკვირი ასეთი ყურადღება. ფაქტობრივად, ეს იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც პატიოსანი არჩევნებით აირჩა", - თქვა გიული ალასანიამ.

ალასანია ასევე გამოეხმაურა CNN-ის მიერ გავრცელებულ კადრებს და თქვა, რომ ოქტომბრის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმებულია, რადგან მას პროგრესირებადი დიაგნოზები აღენიშნება.

შეგახსენებთ, 11 თებერვალს CNN-მა კლინიკა "ვივა მედიდან" მიხეილ სააკაშვილის კადრები გაავრცელა, რომელშიც ჩანს გონების კარგვის რამდენიმე ეპიზოდი. კადრები, რომელიც 2022 წლის 4 და 6 ოქტომბრით თარიღდება, მედიას სააკაშვილის ამერიკელმა ადვოკატმა მიაწოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი