სანდრო სულაბერიძის მხარდასაჭერად 17:00 საათზე ეროვნულ გალერეასთან აქცია გაიმართება

გამოქვეყნდა:

მხატვრის, სანდრო სულაბერიძის მიერ ეროვნულ გალერეაში ნახატის ნაცვლად დატოვებული წარწერის "ხელივნება ცოცხალი და დამოუკიდებელია" გამო აღძრული სისხლის სამართლის საქმეს დღეს მხატვრები, ხელოვნებათმცოდნეები, აქტივისტები და მოქალაქეები 17:00-ზე ეროვნულ გალერეასთან გააპროტესტებენ

"ეროვნულ გალერეაში მხატვრის მიერ განხორციელებული თავისუფალი შემოქმედებითი აქტის მიმართ დაწყებული, სრულიად შეუსაბამო, სამართლებლივი დავის გასაპროტესტებლად ვიკრიბებით დღეს, დ. შევარდანაძის ეროვნული გალერეის შესასვლელთან (რუსთაველის მხრიდან) 5 საათზე.

სახელოვნებო და საზოგადოების სხვა სფეროს წარმომადგენლებს ვიწვევთ აღნიშნულ შეხვედრაზე, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ხელოვნებისა და ზოგადად თავისუფლების საკითხი.

ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!"- ნათქვამია ღონისძიების ტექსტში

შეგახსენებთ, მხატვარი სანდრო სულაბერიძის საქმეზე გამოძიება სსკ 177-ე მუხლის, მეორე ნაწილის, ა ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. 

4 თებერვალს ეროვნულ მუზეუმში გამოფენაზე "ავტოპორტრეტი სარკესთან" ერთ-ერთმა მონაწილემ, სანდრო სულაბერიძემ  საკუთარი ნამუშევრები ჩამოხსნა და მის ნაცვლად კედელზე წარწერა დატოვა - "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია".

ხელოვანთა ნაწილი ხელმოწერას აგროვებს და შსს-ს საქმის კვალიფიკაციის შეცვლის თხოვნით მიმართავს.

ეროვნული მუზეუმის წარმომადგენელი და საგამოფენო განყოფილების უფროსის თქმით, კანონისთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ გაიტანა გალერეადან ნახატი "პატრონმა თუ მისმა თაყვანისმცემელმა".

"ვგმობთ აშკარად გაცხადებულ რეპრესიებს თავისუფლების იდეაზე დაფუძნებული ინსტიტუციებისა და ხელოვანების წინააღმდეგ" - განცხადება გაავრცელეს გამოფენის, "ავტოპორტრეტი სარკესთან“, მონაწილეთა ნაწილმა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი