"ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია" - ამ სახელწოდებით აქცია ეროვნულ გალერეასთან მიმდინარეობს. პროტესტის მონაწილეები მხატვარ სანდრო სულაბერიძეს მხარდაჭერას უცხადებენ და შსს-გან საქმის გამოძიების კვალიფიკაციის შეცვლას მოითხოვენ.
დემონსტრანტების შეფასებით, სულაბერიძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა კულტურის სამინისტროს მხრიდან ცენზურის მცდელობაა.
ცნობისთვის, მხატვარი სანდრო სულაბერიძის საქმეზე გამოძიება სსკ 177-ე მუხლის, მეორე ნაწილის, ა ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
4 თებერვალს ეროვნულ მუზეუმში გამოფენაზე "ავტოპორტრეტი სარკესთან" ერთ-ერთმა მონაწილემ, სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევრები ჩამოხსნა და მის ნაცვლად კედელზე წარწერა დატოვა - "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია".
საქმეს დღეს ეროვნული მუზეუმის წარმომადგენელი და საგამოფენო განყოფილების უფროსი, ალექსანდრა გაბუნია გამოეხმაურა. მისი თქით, კანონისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიტანა გალერეიდან ნახატი
"პატრონმა თუ მისმა თაყვანისმცემელმა". ალექსანდრა გაბუნიას პოსტი კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მოიწონა.