თურქეთში, მიწისძვრის ეპიცენტრში მდებარე ჰათაის აეროპორტმა მუშაობა განაახლა

გამოქვეყნდა:

თურქეთში, დამანგრეველი მიწისძვრის ეპიცენტრში მდებარე ჰათაის აეროპორტმა მუშაობა განაახლა. 

"ჩვენ სწრაფად აღვადგინეთ ჰათაის აეროპორტის ასაფრენი ბილიკი. აეროპორტმა მუშაობა დღეს დაიწყო" - განაცხადა თურქეთის ტრანსპორტის სამინისტრომ და Twitter-ზე გაავრელა ფოტოც, რომ საფრენ ბილიკზე საკონტროოდ გაშვებული თვითმფრინავი წარმატებით დაეშვა.

მანამდე კი, დაზიანების შემდეგ, ოფიციალურმა პირებმა აეროპორტი "გამოუსადეგრად" მიიჩნიეს. ცნობილია, რომ აღდგენითი სამუშაოები 8 თებერვალს დაიწყო და 96 საათს გაგრძელდა. 

ადგილობრივი მედია სტამბოლის აეროპორტის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ "სამშენებლო და ტექნიკური ჯგუფები ადგილზე 4 დღის განმავლობაში უწყვეტად მუშაობდნენ".

ცნობისთვის, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 33 ათასს გადააჭარბა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი