სელჩუკ ბაირაქტარმა მიწისძვრის შედეგად განადგურებული ქაჰრამანმარაშის მოსახლეობას 1000 ბინა აჩუქა

გამოქვეყნდა:

თურქული ტექნოლოგიური კომპანია Baykar-ის ტექნოლოგიის მთავარმა ოფიცერმა და თურქეთის პირველი ადგილობრივი და ოპერატიული უპილოტო საფრენი აპარატების არქიტექტორიმა, სელჩუკ ბაირაქტარმა თურქეთში, დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად განადგურებული ქალაქის, ქაჰრამანმარაშის მოსახლეობას 1000 ბინა აჩუქა. ამის შესახებ მან ქალაქიდან გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. 

შეგახსენებთ, ორშაბათს, 6 თებერვალს, თურქეთსა და სირიაში 7.8 და 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრები მოხდა. 

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ კი ამ დროისთვის 33 ათასს გადააჭარბა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი