
ადგილობრივი მედიის ცნობით, ჰათაის პროვინციაში, თურქმა მაშველებმა 16 წლის გოგო ნანგრევებიდან 162 საათის შემდეგ გამოიყვანეს.
ცნობილია, რომ მისი გადარჩენის ოპერაცია თითქმის 1 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. არასრულწლოვანი კლინიკაშია გადაყვანილი.
შეგახსენებთ, ორშაბათს, 6 თებერვალს, თურქეთსა და სირიაში 7.8 და 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრები მოხდა.
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ კი ამ დროისთვის 33 ათასს გადააჭარბა.