მუზეუმის დაცვის თანამშრომელი გაათავისუფლეს, სხვებმა გაფრთხილება მიიღეს - გამოფენის კურატორი

გამოქვეყნდა:

ეროვნულ გალერეაში გამოფენის კურატური, ქეთი შავგულიძე ამბობს, რომ მხატვარ სანდრო სულაბერიძის მიერ მისივე ნახატის ჩამოხსნისა და კედელზე გაკეთებული წარწერის გამო, მუზეუმის დაცვის თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს, ხოლო რამდენიმე თანამშრომელმა, რომლებიც სივრცეს მეთვალყურეობდნენ, გაფრთხილება მიიღეს. 

"სამწუხაროა, რომ მუზეუმის თანამშრომლებმა შეურაცხყოფილად იგრძნეს თავი და პასუხისმგებლობა დაეკისრათ, როგორც ქალებს რომლებიც სივრცეს უწევენ მეთვალყურეობას, ასევე დაცვის თანამშრომლებს. მათ მიიღეს გაფრთხილება, ხოლო დაცვის თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. იმედი მაქვს, საზოგადოება გულთან ახლოს მიიტანს მათ მდგომარეობას და ისევე, როგორც მხატვარს, მათაც გამოუცხადებს სოლიდარობას. მეორეს მხრივ კი, სანდრო გაიაზრებს პასუხისმგებლობას ამ ადამიანების წინაშე. მომავალ აქციონერებს კი მოვუწოდებ, რომ თავად დარჩნენ აქციიის ადგილზე თუ ებრძვით სისტემას, ეცადეთ რომ ამ სისტემას არ ემსხვერპლონ ადამიანები", - წერს შავგულიძე. 

კურატორი ამბობს, რომ გამოფენამ მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ფუნქცია შეიძინა და წარმოაჩინა ის შეცდომები, რომელიც მომავალში გათვალისწინებული იქნება, რათა მხატვრების ხმა უფრო ღრმა და ძლიერი იყოს. 

ცნობისთვის, მანამდე პოლიციაში შავგულიძე გამოკითხეს.  ცნობისთვის, 4 თებერვალს ეროვნულ გალერეაში, გამოფენის ერთ-ერთმა მონაწილემ, სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევრები ჩამოხსნა და მის ნაცვლად კედელზე წარწერა დატოვა - "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია". შინაგან საქმეთა სამინისტრომ მის წინააღმდეგ საქმე ქურდობის მუხლით აღძრა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი