ახლა ბევრად უარესადაა, 4 ოქტომბრის შემდეგ განსაკუთრებით გაუარესდა მდგომარეობა - გიული ალასანია CNN-ის კადრებზე

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია კლინიკა "ვივა მედიდან" CNN-ის მიერ გავრცელებულ კადრებს გამოეხმაურა. ვიდეომასალა 4 და 6 ოქტომბრით თარიღდება, ალასანიას თქმით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ოქტომბრის შემდეგ კიდევ გაუარესდა და ახლა ის ბევრად მძიმედ არის, ვიდრე მაშინ.

"სახალხო დამცველის ჩართულობა ძალიან კარგია, რა თქმა უნდა. სააკაშვილმა თვითონ მიმართა თხოვნით, რომ შემდგარიყო ეს შეხვედრა და ძალიან კარგია, რაც უფრო ადრე მოხდება, რა თქმა უნდა, ჯობია. სუსტადაა ისევ, როგორც ყოველთვის, ყველაფერი უჭირს, სიარული, ჭამა და ა.შ. ახლა ბევრად უარესადაა ვიდრე მაშინ, განსაკუთრებით 4 ოქტომბრის შემდეგ გაუარესდა მისი მდგომარეობა, ძალიან სწრაფად წავიდა ეს პროცესი, სამწუხაროდ, ესაა რეალობა", - თქვა გიული ალასანიამ.

შეგახსენებთ, რომ 11 თებერვალს CNN-მა კლინიკა "ვივა მედიდან" კადრები გაავრცელა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის გონების კარგვის რამდენიმე ეპიზოდი ჩანს. კადრები მედიას სააკაშვილის ამერიკელმა უფლებადამცველმა მიაწოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი