თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 36 000-ს გადააჭარბა

გამოქვეყნდა:

ორშაბათს თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 36 000-ს გადააჭარბა. ამ მონაცემებით, დამანგრეველ მიწისძვრას ორივე ქვეყანაში 36 217 ადამიანი ემსხვერპლა.

ოფიციალური ინფორმაციით, თურქეთში 31 643 ადამიანი დაიღუპა, სირიაში კი 4 574.

ორივე ქვეყანაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. საერთაშორისო ორგანიზაციები და ქვეყნები დაზარალებულების დახმარებას ცდილობენ. თურქეთში სამაშველო ჯგუფი და ტექნიკა გაგზავნა საქართველომაც.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თურქეთში მიწისძვრას ემსხვერპლა საქართველოს 5 მოქალაქე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი