
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი რუსი უფლებადამცველის საქართველოში არშემოშვებას ეხმაურება და წერს, რომ კრემლის მიერ უცხო ქვეყნის აგენტად გამოცხადებული ანა რივინასთვის უარის თქმა, საქართველოს მთავრობის პოზიციებზე მიუთითებს.
" ბოლო 9 თვის განმავლობაში საქართველოში რუსეთის 1 274 006 მოქალაქე შემოვიდა და უმრავლესობა უკან არ დაბრუნებულა. ადამიანის უფლებათა დამცველი - ანა რივინა, რომელიც ცოტა ხნის წინ კრემლმა უცხოურ აგენტად გამოაცხადა, ქვეყანაში არ შეუშვეს. ეს ბევრს ამბობს საქართველოს მთავრობაზე" - წერს ვიოლა ფონ კრამონი.
შეგახსენებთ რომ, დღეს საქართველოში რუსი უფლება დამცველი ანნა რივინა ქართველმა მესაზღვრეებმა გაურკვეველი მიზეზით არ შემოუშვეს და უკან გააბრუნეს.