"მოგმართავთ მხატვრებს, ვისაც უნდა ნამუშევრების წაღება, წაიღეთ" - წერს გამოფენის, "ავტოპორტრეტი სარკესთან" კურატორი, ქეთი შავგულიძე და ხელოვანების მიერ ნამუშევრების ეროვნული გალერეიდან გატანას ეხმაურება.
მოგმართავთ მხატვრებს, ვისაც უნდა ნამუშევრების წაღება, წაიღეთ" - წერს შავგულიძე.
გალერეას უკვე მიმართეს არტისტებმა, შოთა აფციაურმა და ანდრო დადიანმა.
ცნობისთვის, 4 თებერვალს ეროვნულ გალერეაში, სადაც გამოფენა გაიხსნა, ერთ-ერთმა მონაწილემ, სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევრები ჩამოხსნა და მის ნაცვლად კედელზე წარწერა დატოვა - "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია". შსს-მ ფაქტზე გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო.
იხილეთ ასევე: