ეროვნული გალერეიდან საკუთარი ნამუშევრების გატანას საბა გორგოძე და თორნიკე ნოზაძეც ითხოვენ

გამოქვეყნდა:

ეროვნული გალერეიდან საკუთარი ნამუშევრების გატანას არტისტები, საბა გორგოძე და თორნიკე ნოზაძეც ითხოვენ. მანამდე, ანალოგიური შინაარსის განცხადებები გაავრცელეს მხატვარმა შოთიკო აფციაურმა და არისტმა ანდრო დადიანმა. 

მოგვიანებით, გამოფენის, "ავტორპორტრეტი სარკესთან" კურატორი, ქეთი შავგულიძემ სოციალურ ქსელში დაწერა: "მოგმართავთ მხატვრებს, ვისაც უნდა ნამუშევრების წაღება, წაიღეთ".

ცნობისთვის, 4 თებერვალს ეროვნულ გალერეაში, სადაც გამოფენა "ავტოპორტრეტი სარკესთან" გაიხსნა, ერთ-ერთმა მონაწილემ, სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევრები ჩამოხსნა და მის ნაცვლად კედელზე წარწერა დატოვა - "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია". შსს-მ ფაქტზე გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი