საფრანგეთი, კანადა და გერმანია თავიანთ მოქალაქეებს ბელარუსისა და რუსეთის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდებენ

გამოქვეყნდა:

დასავლეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებს მიაჩნიათ, რომ რუსეთისა და ბელარუსის ტერიტორიაზე მათი ქვეყნის მოქალაქეები დაკავებისა და იძულებითი მობილიზაციის საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდენ. 

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის მოქალაქეებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დატოვონ ბელარუსის ტერიტორია. ფრანგმა დიპლომატებმა შესაბამისი შეტყობინება დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოაქვეყნეს. მსგავსი განცხადება გააკეთეს კანადისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროებმაც. 

"მოერიდეთ ბელარუსში ყოველგვარ მოგზაურობას ადგილობრივი კანონების თვითნებური გამოყენებისა და რუსეთსა და უკრაინას შორის შეიარაღებული კონფლიქტის საფრთხის გამო", - წერია განცხადებაში.

კანადელმა დიპლომატებმა განაცხადეს, რომ მოქალაქეებმა ბელარუსი კომერციულ საფუძველზე უნდა დატოვონ.

მანამდე კი, რუსეთის დატოვებისკენ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდა აშშ-მაც. სახდეპმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ რუსეთში შესვლა სახიფათოა რუსეთის სახელმწიფო სამსახურების მიერ დაკავების რისკის, ასევე მობილიზაციის გამო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი