აშშ თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, სასწრაფოდ დატოვონ რუსეთი

გამოქვეყნდა:

შეერთებულმა შტატებმა თავის მოქალაქეებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დატოვონ რუსეთი უკრაინაში ომისა და რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ თვითნებური დაპატიმრების ან შევიწროების რისკის გამო.

მოსკოვში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში ნათქვამია:

"აშშ-ის მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ ან მოგზაურობენ რუსეთში, დაუყოვნებლივ უნდა წავიდნენ.

გამოიჩინეთ გაზრდილი სიფრთხილე უკანონო დაკავების რისკის გამო".

საელჩო მოქალაქეებს ურჩევს, არ იმოგზაურონ რუსეთში.

აშშ-მ არაერთხელ გააფრთხილა თავისი მოქალაქეები, დაეტოვებინათ რუსეთი. ბოლო ასეთი საჯარო გაფრთხილება იყო სექტემბერში მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

საელჩო ამბობს, რომ რუსეთის უშიშროების სამსახურებმა აშშ-ის მოქალაქეები ცრუ ბრალდებებით დააკავეს, უარი თქვეს სამართლიან და გამჭვირვალე მოპყრობაზე, გაასამართლეს ისინი სანდრო მტკიცებულებების წარდგენის გარეშე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი