თურქეთში, მაშველებმა 10 წლის გოგო ნანგრევებიდან 185 საათის შემდეგ გამოიყვანეს

გამოქვეყნდა:

თურქეთში, მაშველებმა 10 წლის გოგო ნანგრევებიდან 185 საათის შემდეგ გამოიყვანეს. CNN-ის ცნობით, აიკა ცეპლინი ცოცხალია და მაშველებმა ორშაბათს, მიწისძვრიდან მე-7 დღეს გადაარჩინეს.

ის კაჰრამანმარასში, ებრარის საცხოვრებელი კომპლექსის ნანგრევებიდან ამოიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ თურქეთსა და სირიაში 7,8 და 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრები ორშაბათს, 6 თებერვალს, მოხდა. უკანასკნელი მონაცემებით, სტიქიურ უბედურებას 36,000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი