სპეცოპერაციები ქვეყნის მასშტაბით - დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორი

გამოქვეყნდა:

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, თეიმურაზ კუპატაძის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორი დააკავეს. 

"მთელი ქვეყნის მასშტაბით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორი, რომლებთანაც წინასწარ განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა, რაც ასახულია აუდიო-ვიდეოჩანაწერებით და გამოყენებული იქნება მტკიცებულების სახით. ღონისძიება გრძელდება დღის განმავლობაში სხვადასხვა ქალაქში და დაკავებულთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება" განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ ჟურნალისტებთან.

უწყებას ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი