ეროვნული გალერეიდან საკუთარი ნამუშევრების გატანას ხელოვანი ლია ბაგრატიონიც ითხოვს

გამოქვეყნდა:

ეროვნული გალერეიდან საკუთარი ნამუშევრის გატანას ხელოვანი ლია ბაგრატიონიც ითხოვს. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა და არტისტების, შოთიკო აფციაურის, ანდრო დადიანის, საბა გორგოძისა და თორნიკე ნოზაძის ინიციატივას შეუერთდა. 

ყველაფერი საინტერესოა, რაც ნამდვილია. ეს გამოფენაც საინტერესოდ გააგრძელებდა ცხოვრებას, დროზე დაფუძნებული ნამუშევარი შეიქმნებოდა და 12 მარტამდე დავაკვირდებოდით, საბოლოოდ რა სახეს მიიღებდა. სამწუხაროდ, მუზეუმი არ გვაძლევს ამ პროცესზე დაკვირვების საშუალებას და 20 თებერვალს წყვეტს გამოფენას. რაც შემეხება მე, მუზეუმის ფრაზეოლოგიას გამოვიყენებ და ვიტყვი, რომ სხვა ნაკლებად ცნობილ მხატვრებთან ერთად მეც გამოვიტან ჩემ ნამუშევარს" - წერს ლია ბაგრატიონი.

შეგახსენებთ, რომ გამოფენის, "ავტორპორტრეტი სარკესთან" კურატორი, ქეთი შავგულიძემ სოციალურ ქსელში დაწერა: "მოგმართავთ მხატვრებს, ვისაც უნდა ნამუშევრების წაღება, წაიღეთ".

ცნობისთვის, 4 თებერვალს ეროვნულ გალერეაში, სადაც გამოფენა "ავტოპორტრეტი სარკესთან" გაიხსნა, ერთ-ერთმა მონაწილემ, სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევრები ჩამოხსნა და მის ნაცვლად კედელზე წარწერა დატოვა - "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია". შსს-მ ფაქტზე გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო, თუმცა  საქმეში დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო გამოძიება შეწყვიტა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი