მთავრობამ რუსულ "ინტერრაოსთან" დავა წააგო და 76 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა - "ლელოს" ბრიფინგი

გამოქვეყნდა:

რუსულ კომპანია "ინტერრაოსთან" საქართველოს მთავრობის მიერ წაგებულ საარბიტრაჟო დავაზე "ლელომ" ბრიფინგი გამართა. ცნობილი ხდება, რომ მთავრობამ რუსულ კომპანიასთან დავა ხელშეკრულების მოშლისთვის წააგო და 76 მილიონი დოლარის სახდელი დაეკისრა.

"13 თებერვალს ქალაქ ვაშინგტონში, შეერთებულ შტატებში, საარბიტრაჟო დავაში ინტერრაო საქართველოს წინააღმდეგ, რუსულმა სახელმწიფო კომპანიამ საქართველოს მთავრობას მოუგო დავა და 76 მილიონი დოლარი დააკისრა სახდელი ხელშეკრულების არარეალურად მოშლისთვის.

ეს არის მორიგი მაგალითი საქართველოს მთავრობის და კონკრეტულად, ამ შემთხვევაში კალაძის უვიცობის და არაკომპეტენტურობის სახელმწიფოს მართვის საქმეში", - თქვა თაზო დათუნაშვილმა.

საქმე ეხება 2012 წელს, კალაძის ენერგეტიკის მინისტრობის პერიოდში ჩაშლილ ხელშეკრულებას კომპანია "რაო თელასთან". ხელშეკრულების მიხედვით, საქართველოს ეკისრებოდა ვალდებულება, რომ 15 წლის მანძილზე ელ.ენერგიის ტარიფი არ უნდა შემცირებულიყო, შესაბამისად კომპანია გააკეთებდა საქართველოში 190 მილიონი დოლარის ინვესტიციას და ააშენებდა სამ ჰიდრო ელექტრო სადგურს.

დათუნაშვილი ამბობს, რომ ხელშეკრულება იმის გამო მოიშალა, რომ "ოცნებას" პოპულისტური დაპირება შეესრულებინა და გარკვეული მომხმარებლებისთვის ტარიფი შეემცირებინა.

"ლელოში" აცხადებენ, რომ გაუგებარია რატომ გავიდა მთავრობა სრულად "თელასის" წილიდან და არ დაიტოვა არავითარი ბერკეტი კომპანიის მართვის კონტროლისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი