რუს ჟურნალისტს მარია პონომარენკოს 6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და 5 წელი ჟურნალისტური საქმიანობა აუკრძალეს

გამოქვეყნდა:

ჟურნალისტ მარია პონომარენკოს მარიუპოლის დრამატულ თეატრზე თავდასხმის შესახებ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ინფორმაციების გამო, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გარდა ამისა, მას ხუთი წლით აეკრძალა ჟურნალისტური საქმიანობა. რუსულმა სასამართლომ RusNews-ის თანამშრომელი დამნაშავედ ცნო „რუსეთის არმიის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში“.

პროკურატურა პონომარენკოსთვის ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.
პონომარენკო 2022 წლის აპრილში დააკავეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს, ხოლო ნოემბერში შინაპატიმრობით გაათავისუფლეს. იანვრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ პონომარენკო კვლავ იზოლატორში გაგზავნეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი