"ოკუპანტებმა კუპიანსკი დაბომბეს, ქალაქში ხანძარი იყო" - სინეგუბოვი

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა დღეს დილით ხარკოვის ოლქის  ქალაქი კუპიანსკი დაბომბეს, დააზიანა კერძო სახლები და შენობები. ამის შესახებ ინფორმაცია ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა Telegram-ზე გაავრცელა.

"დღეს დილის 07:00 საათზე კუპიანსკს კვლავ დაბომბეს. დაზიანდა 3 კერძო საცხოვრებელი სახლი და კომერციული შენობა, იყო ხანძარი", - წერს სინეგუბოვი. 

ამასთან, სინეგუბოვი აღნიშნავს, რომ დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, გენშტაბის განახლებებში ვკითხულობთ, რომ ბოლო 24 საათში უკრაინელმა ჯარისკაცებმა ოკუპანტების თავდასხმები 20-ზე მეტ დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი