ევროპარლამენტმა ევროპის სახალხო პარტიის (EPP) მიერ შემუშავებული შესწორება რეზოლუციაზე, რომელშიც საუბარია ბიძინა ივანიშვილის პერსონალურ სანქციებზე, 362 ხმით მიიღო.
დეპუტატები მოუწოდებენ ევროპულ საბჭოს, განიხილოს “ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისთვის” სანქციების დაწესება.
შესწორებაში ივანიშვილი ოლიგარქადაა მოხსენიებული.
"ხაზს უსვამს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ფუნდამენტურ როლს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში, როგორც მისი პირადი ვენდეტის ნაწილს. კიდევ ერთხელ მოუწოდებს საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს, განიხილონ ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო.", - წერია EPP-ის ტექსტში.
ევროპარლამენტმა ცოტა ხნის წინ მიიღო რეზოლუცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.